14 წლის დაკარგული ბიჭის სამძებრო სამუშაოები არქეოლოგთან კონსულტაციით მიმდინარეობს

გორის კულტურისა და დასვენების პარკში, 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის, ზაქრო ბერძნიშვილის სამარხის ძებნის სამუშაოები გრძელდება – დღეს, პარკის ტერიტორიაზე ნაპოვნი ძვლები ცხოველის აღმოჩნდა.

პოლიციამ პარკში წინასწარ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე მოზრდილი კარავი განათავსა და ამ კარვის შიგნით მიმდინარეობს მიწის თხრა. ორი დღის წინ საქმეში ტრაქტორიც ჩართეს, რომელიც მიწას კარვის მიმდებარე ტერიტორიაზე თხრის.

სამუშაოები არქეოლოგთან კონსულტაციით მიმდინარეობს.

გორში 2004 წლის ნოემბერში დაკარგული 11 წლის ბიჭის ნეშტის ძებნა 2018 წლის 16 ნოემბერს განახლდა, თუმცა უშედეგო ძებნის შემდეგ, დეკემბერში შეწყდა. გორში, კულტურისა და დასვენების პარკში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოები რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩატარება ბრალდებულ იაგო ნებიერიძის მიერ სამართალდამცველებისთვის მიცემული ჩვენების საფუძველზე დაიწყო.

ნებიერიძე გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.

ტეგები: გორის კულტურის პარკი იაგო ნებიერიძე შსს
თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები