LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში დააკავეს ახალგაზრდა, რომელიც მოპედის მოპარვას ცდილობდა

103
BeFunky-collage (4)

შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1994 წელს დაბადებული ლ.თ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ქალაქ გორში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მოქალაქის კუთვნილი მოპედის მოპარვას ცდილობდა.

ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები