LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში, დევნილთა დასახლებაში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

86
ხანძარი 3

გორში, დევნილთა დასახლებაში გაჩენილ ხანძარს 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კოტეჯში ცეცხლი ცოტა ხნის წინ გაჩნდა.

როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

თვითმხილველთა განცხადებით, შემთხვევის დროს, სახლში ოჯახის კიდევ ერთი წევრი, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი იმყოფებოდა, რომელმაც ხანძარს უვნებლად დააღწია თავი.

„ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები