LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში გზატკეცილს შინდისის გმირების სახელი მიენიჭა

132
42875571_2201978696705157_6064569482095886336_n

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შინდისის გზატკეცილისთვის სახელის შეცვლის საკითხს მხარი დაუჭირა და ქუჩას შინდისის გმირების სახელი ეწოდა.

ინიციატივა საკრებულოში ჯერ კიდევ 2017 წლის 19 სექტემბერს შევიდა. ინიციატივის ავტორი თამარ თედლიაშვილი იმედოვნებს, რომ მის კიდევ ერთ წინადადებას დაუჭერენ მხარს და 8 აგვისტოს ქუჩაზე, შესაბამისი აბრა დაიდგმება.

შეგახსენებთ, 2008 წლის 11 აგვისტოს, გორის რაიონში, სოფელ შინდისთან, სენაკის მეორე ბრიგადის 17 ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.

შინდისის ბრძოლის საოცარი ისტორიები იხილეთ “ფორტუნას” სიუჟეტში:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები