LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში ხანძრის შედეგად 16 წლის ახალგაზრდა დაშავდა

97
ხანძარი

გორში, მშვიდობის გამზირზე, ხანძრის შედეგად 16 წლის ახალგაზრდა დაშავდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული დედათა და ბავშვთა რეგიონულ ცენტრ “იავნანაში“ გადაიყვანა.

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მოზარდი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეხანძრე-მაშველებს ფანჯრის გისოსების მოხსნა და სახლში ამ გზით შესვლა მოუწიათ. 

ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი, სავარაუდოდ, სანთლიდან გაჩნდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები