LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში სკოლის მოსწავლე ცემეს: მოზარდი საავადმყოფოშია

179
ჯჰჯჰჯჰ

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, მე-9 კლასის მოსწავლე ცემეს. მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც სამედიცინო ცენტ “გორმედის” ექიმი ასლან ასლანიშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ბიჭს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება.

“პაციენტს აღენიშნება ჰემატომები სახის არეში. უფრო კონკრეტულად, ჰემატომები ფიქსირდება ორივე თვალ-ბუდის არეში, ასევე, ცხვირის მიდამოში, აღენიშნება ტუჩების ნახეთქი ჭრილობაც. ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და გაეწერა ბინაზე”

გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე აღიძრა, რაც ძალადობის მუხლით დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები