LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Grand Tour-ის ლეგენდარულმა წამყვანებმა საქართველოში გადაღებები დაასრულეს

186

საქართველოდან გამგზავრების წინ  Grand Tour-ის ლეგენდარულმა წამყვანებმა  ჯერემი კლარკსონს, რიჩარდ ჰამონდს და ჯეიმს მეის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. მსოფლიოში პოპულარულმა ტელეწამყვანებმა გადაცემის ახალი ეპიზოდის მოსამზადებლად საქართველოს სხვადასხვა კუთხე შეარჩიეს. გადაღებები ბათუმში, გორში, ხურვალეთში, რუსთავსა და თბილისში მიმდინარეობდა. Grand Tour-ის წამყვანებმა საქართველოში Bentley-ით, BMW-ითი და Aston Martin-ით იმოგზაურეს. სატელევიზიო შოუ Grand Tour 2016 წლიდან Amazon Prime-ის საშუალებით ვრცელდება.

2015 წლამდე ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამონდი და ჯეიმს მეი BBC-ზე გადაცემა Top Gear-ის წამყვანები იყვნენ. Amazon Prime-ზე ლეგენდარული წამყვანების გადაცემას Grand Tour-ს 500 მილიონი მაყურებელი ჰყავს. გადაცემა განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში. ჯერემი კლარკსონს საქართველოში განსაკუთრებით მოეწონა კერძები და ღვინო: „საქართველო ზღაპრული ქვეყანაა, შესანიშნავი ღვინით, ამინდით და გულწრფელი ხალხით. მე აუცილებლად დავბრუნდები თქვენს ქვეყანაში, საქართველო ევროპის იდუმალებით მოცული მარგალიტია“ -აცხადებს ჯერემი კლარკსონი.

“ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამონდი და ჯეიმს მეი: ეს ადამიანები მსოფლიო სატელევიზიო სივრცეში პროექტ Top Gear-ით განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვეს. მათ ახალ გადაცემას Grand Tour ნახევარი მილიარდი ადამიანი უყურებს, ამ გადაცემის საშუალებით ძალიან ბევრი მათგანი გაიცნობს საქართველოს და ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობის სურვილი გაუჩნდებათ“ -განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

„ნებისმირი ქვეყნისთვის“ ჯერემი კლარკსონის და მისი გუნდის სტუმრობა პრივილეგიად და ქვეყნის პრესტიჟად ითვლება. Grand Tour-ის საქართველოში ჩაწერა კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნისადმი დაინტერესებას, განსაკუთრებით კი ეს მნიშვნელოვანია ევროპული, ბრიტანული ტურისტული ბაზრის მოსაზიდად, რაც ძალიან დაეხმარება როგორც კერძო სექტორს, ასევე მთლიანად ქვეყანას“. -აცხადებს საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი.