LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრემის ტაძარში არქეოლოგებმა მეფე ლევან ბაგრატიონის აკლდამა იპოვეს

139
1

“გამოვლენილი ნეშტის პირველადი ანთროპოლოგიური შეფასება არ ეწინააღმდეგება საფუძვლიან მოსაზრებას, რომ აკლდამაში აღმოჩენილი ნეშტი სავარაუდოდ ლევან მეფეს ეკუთვნოდა.” – ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გრემის მთავარანგელოზთა ტაძარში ქართველი მეფის, ლევან ბაგრატიონის აკლდამა გამოავლინა.

მუზეუმის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბოლოო იდენტიფიცირებისთვის, მოპოვებული ნეშტის ფრაგმენტების და აკლდამის ინტერიერიდან აღებული სხვა ნიმუშების კვლევ, ეროვნული მუზეუმის კვლევით ინსტიტუტებსა და საზღვარგარეთის სპეციალიზირებულ ლაბორატორიებში ტექნიკური მეთოდებით ჩატარდება.

როგორც დიდი არქეოლოგიური აღმოჩენის შემდეგ, მუზეუმში განაცხადეს, მართალია ისტორიული წყაროების და გადმოცემების მიხედვით, მათ შორის ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებითაც, დიდი მოღვაწე ლევან მეფე ქალაქ გრემში, მისივე ძალისხმევით აგებულ მთავარანგელოზთა ტაძრის კომპლექსში უნდა ყოფილიყო დაკრძალული, მაგრამ ამ განსასვენებლის კონკრეტული ადგილი უცნობი იყო, რადგან საფლავის ქვა ან სხვა ზედმიწევნითი მინიშნება არ არსებობდა:

“მიმდინარე არქეოლოგიური კვლევის დროს ტაძრის დარბაზის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, შემაღლებული პლატფორმის ქვეშ, კედელზე გამოსახული ტაძრის გვირგვინოსანი ქტიტორის – ლევან მეფის ფერწერული გამოსახულების წინ გამოვლინდა აგურით საგულდაგულოდ გამოყვანილი, თაღური კამარით გადახურული აკლდამა, რომლშიც ორ საფეხურიანი დრომოსით ჩადიოდნენ.

აკლდამაში ნეშტთან ერთად XVI საუკუნის რამდენიმე ნაკეთობაც აღმოჩნდა.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

ლევან მეფემ ერთიანი საქართველოს დაშლის შედეგად წარმოქმნილ კახეთის სამეფოს 1518-1574 წლებში, 54 წლის განმავლობაში მართავდა. დიდი ღვაწლის და გონივრული მმართველობის გამო მას შთამომავლობამ “დიდი” და “აღმშენებელი” უწოდა. მისი მმართველობის დროს ქვეყანამ სტაბილურობას და ეკონომიკურ აღმავლობას მიაღწია.