ყვარელში, სოფელ გრემში ერთი კვირის წინ გაჩენილი ხანძრის შედეგად მიღებული დამწვრობებით 30 წლის მარიამ ეჟიშვილი გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, დაშავებულმა სხეულის 50 პროცენტიანი დამწვრობა მიიღო, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო კი მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ყვარელში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 12 წლის ბავშვი ესმხვერპლა

დაშავებული თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, შემდგომ კი თბილისის დამწვრობის ცენტრში აგრძელებდა მკურნალობას.

შეგახსენებთ, შემთხვევა 26 ნოემბერს მოხდა. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში, ხანძარი  საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. როგორც ცნობილია, ოჯახის წევრმა ღუმელის ანთება ბენზინით სცადა, რის შედეგადაც ცეცხლი სახლს მოედო. ხანძარმა 12 წლის მოზარდი იმსხვერპლა, ოჯახის დანარჩენი წევრები კი სხეულის მძიმე დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. გარდაცვლილი არასწრულწლოვანი მარიამ ეჟიშვილის შვილი იყო.