LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა 228 მილიონი დაჯდება

gzaaaaaaa

E 70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14 კმ-იან მონაკვეთს, ერთობლივი საწარმო „პოლატ იოლი და მაპა“ ააშენებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ და „პოლატ იოლი და მაპა“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ემრე პოლატმა მოაწერეს.

გრიგოლეთიქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. მშენებლობის პროექტი, 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისიწინებს.

E 70 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი მონაკვეთის, გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს.

აღნიშნული პროექტი, გააერთიანებს მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს შავი ზღვის საკურორტო ზონაში და 2020 წლისთვის, სამტრედიიდან-ჭოროხამდე ჯამში 110 კმ-დე ახალი გზა, საშუალებას მოგვცემს საკურორტო ზონების გვერდის ავლით ჩქაროსნული გზით ვიმგზავროთ. რაც ქვეყნისთვის და რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია, როგორც სატრანზიტო გადაზიდვების, ასევე ტურიზმის განვითარებისა და ტურისტულ ზონაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა სრულად უზრუნველყოფს მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობას, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობასა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლას.

 პროექტის განხორციელების ვადად სამუშაოების დაწყებიდან 24 თვეა განსაზღვრული და ღირებულება 228 მილიონი ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები