რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა თანამდებობა დატოვა. შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.

რუსული მედია წერს, რომ მან სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მაქსიმალურ ასაკს მიაღწია.

კარასინი შესაძლოა ჩაანაცვლოს დიპლომატმა, რომელიც სწორედ საქართველოში პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული.

გრიგორი კარასინი დსთ-ს ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს კურირებდა.

 

მსგავსი თემები