LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიპის საწინააღმდეგო აცრა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს – ნახეთ, რომელი ჯგუფებისთვის არის განკუთვნილი ვაქცინა

99
აცრა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც 8 ოქტომბერს დაიწყო, მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. მათივე ცნობით, სახელმწიფომ SANOFI PASTEUR-ის წარმოების ვაქცინების 200 000 დოზა უკვე შეიძინა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გრიპის ვაქცინაცია ნებისმიერ პოლიკლინიკაშია ხელმისაწვდომი, რომელიც ჩვეულებრივ, სტანდარტულად ატარებს იმუნიზაციას. ოთხ კომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის წარმოების 200 000 დოზა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად გადანაწილდება. იხილეთ კლინიკების ჩამონათვალი.

მოქალაქეები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას სახელმწიფოსგან უფასოდ ჩაიტარებენ:

სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონეთაგან: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები.

სხვა პრიორიტეტული ჯგუფებია:

ბავშვთა (მათ შორის მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; ორსულები; 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების(სკოლები) პედაგოგები; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები.

ამასთან, სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებულ პირებად განისაზღვრნენ:

სამედიცინო პერსონალი, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან; ფრინველებთან მომუშავე პერსონალი; მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები; მონადირეები; ვეტერინარები, ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი. საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები; სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები; პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები