LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიპის ვირუსით გარდაცვალების 13 შემთხვევაა დაფიქსირებული, 44 პაციენტი კი რეანიმაციულ განყოფილებაშია – დავით სერგეენკო

სერგეეეენკოოოოოო

გრიპის ვირუსით ჰოსპიტალიზების რაოდენობა  845-მდე გაიზარდა, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებებში მოთავსებულთა რაოდენობა გუშინდელის შემდეგ 39-დან 44-მდე. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მაჩვენებლები იმაზე მეტყველებს, რომ დაავადება სერიოზულია.

„დღევანდელი მდგომარეობით დინამიკა ასეთია – დაავადების რაოდენობები მცირდება, რაც ცალსახად პოზიტიურია, თუმცა ისეთ შემთხვევებში, სადაც უკვე განვითარდა გრიპი, დაავადებები მძიმედ მიმდინარეობს. ჰოსპიტალიზების რაოდენობა 616-დან გაიზარდა 845-მდე და თუკი თუკი გუშინ 39 პაციენტი იყო რეანიმაციულ განყოფილებებში, დღევანდელი მაჩვენებლებით ეს რიცხვი 44-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადება სერიოზულია, მას მნიშვნელოვანი ყურადღება, პრევენცია და მკურნალობა სჭირდება. დღეის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებული გარდაცვალებების შემთხვევა არის 13, თითოეული მათგანი დიდი ტრაგედიაა და მე არასწორად მიმაჩნია, რომ თითოეულის ჭრილში ვისაუბროთ, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, მაგრამ ზოგადად, ეს არის ერთის მხრივ თანმდევი დაავადებები და მეორეს მხრივ, ის გარდაუვალი გართულებების პროცენტი, რაც არის 0,3%, რაც გრიპის წილად მოდის მთლიანი გარდაცვალებების სტატისტიკაში, ხოლო ბოლო არის გვიანი მიმართვა ექიმისადმი,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სასწრაფოს გამოძახებები 200-ით შემცირდა, რაც მისივე თქმით, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების დახმარების შედეგია.

“რაც შეეხება სასწრაფოს გამოძახებებს, ბოლო დღე-ღამის მონაცემებით ორასით არის შემცირებული და ეს ტვირთი თავის თავზე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებმა აიღო, რომლებიც 24 საათიან რეჟმში მუშაობს და მათთან მიმართვიანობა გაზრდილია, 420-დან 602-მდე. ეს ირიბად კარგია, რადგან პაიცენტები პირველივე საათებში მიმართავენ ექიმს. რაც შეეხება კითხვებს, რომელიც აქტუალურია საზოგადოებაში, მაგალითად, ანტივირუსული პრეპარატების არსებობა, ან დეფიციტი. ასეთი დეფიციტი არ არსებობს. ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან მედიკამენტები უფასოდ გაიცემა, რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რაც გუშინ გაჟღერდა, რომ რომელიღაც აფთიაქებში პირბადეების ნაკლებობა შეიქმნა, ეს რამდენიმე საათიანი იყო და ის მალევე აღმოიფხვრა,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები