ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გრიპით ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 186-ს შეადგენს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, გრიპით ავადობისა და რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი მცირდება.

“გრიპით ავადობის მაჩვენებელი მცირდება და დღევანდელი მონაცემით 100 000 მოსახლეზე 186-ია, გასულ კვირას 211-ს შეადგენდა. მოგეხსენებათ, პიკი დეკემბრის ბოლო კვირა იყო, როცა 100 000 მოსახლეზე ავადობის მაჩვენებელი 277 იყო. ასევე, ე.წ მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც 18,2%-მდეა ჩამოსული, წინა კვირას კი 21% იყო. ეს ნიშნავს, იმას რომ სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, მაგრამ ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ გრიპის სეზონი ევროპაში დაახლოებით, აპრილამდე ან აპრილის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ევროპის ქვეყნებში თებერვალში დაიწყო ის პიკი, რაც ჩვენ იანვარში გვქონდა, ამიტომ სიფრთხილე და მზადყოფნა ყოველთვის უნდა გვქონდეს, რადგან გრიპს ტალღისებური განვითარება ახასიათებს,”- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები