LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GSG CONSULTING ერთ სივრცეში სრული საფინანსო და აუდიტორული მომსახურების მიღებას გთავაზობთ

1122
thumbnail

საკონსულტაციო კომპანია GSG CONSULTING  მომხმარებლებს ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებელ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიუკულ სატრენინგო კურსებს სთავაზობს.

კომპანია 2014 წელს დაარსდა და უკვე თითქმის 7 წელია სხვადასხვა კატეგორიის ბიზნესს ემსახურება.  კომპანიას აქვს ოფისი როგორც თბილისში, ასევე კახეთის რეგიონში, თუმცა წელს საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა, GSG CONSULTING -ს გადააწყვეტინა გაფართოება და სხვადასხვა მიმართულებების დამატება.

„2021 წელს საწარმოებს ზომითი კატეგორიების მიხედვით გაუჩნდათ ვალდებულება ყოველწიურად მოამზადონ და წარადგინონ ფინანსური ანგარიშგება, მმართველობითი ანგარიშგება, სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და აუდიტორული დასკვნა. სწორედ ამიტომ, ჩვენი კომპანია მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებელ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიუკულ სატრენინგო კურსებს.

სატრეინინგო და საკონსულტაციო მიმართულებას ხელმძღვანელობს მარიამ ღირსიაშვილი -კერძო და საჯარო სექტორის საფინანსო ორგანიზაციებში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით,  ACCA-ის სერთიფიცირებული წევრი #569, საჯარო სექტორის სერტიფიცირებული აუდიტორი. დოქტორის აკადემიური ხარისხის კანდიდატი ფინანსებში.

ხოლო, საბუღალტრო და აუდიტორულ მიმართულებას ხელმძღვანელობს ნონა რევაზიშვილი -კერძო და საჯარო სექტორის საფინანსო ორგანიზაციებში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილებით,  ACCA-ის სერთიფიცირებული წევრი #567.

ამ ანგარიშგებების მომზადების და წარდგენის უფლება აქვთ მხოლოდ სერტიფიცირებულ ბუღალტრებს. აუდიტორული დასკვნის მომზადება კი მხოლოდ სერთიფიცირებულ აუდიტორებს. ჩვენი გუნდი კი სწორედ სერთიფიცირებული ბუღალტრებისა და აუდიტორებისგან შედგება.

ჩვენი გუნდი მომხმარებლებს ვთავაზობთ: საბუღალტრო , აუდიტორულ, საგადასახადო, იურიდიულ მომსახურებებს. ამას გარდა ინვენტარიზაციას, ძირითადი საშუალებების შეფასებას, ბიზნესგეგმის შემუშავებას და ზოგადად საკონსულტაციო მომსახურებას.

ჩვენ ძირითადად მოგვმართავენ კომპანიები, რომლებსაც უკვე აქვთ იდენტიფიცირებული ფინანსურ ანგარიშგებასთან და საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებული შეცდომები. ასევე კომპანიები, რომლებსაც სურთ წინა პერიოდის ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგება, რათა შეცდომით გამოწვეული ხარვეზების გამო საგადასახადო დავები იქნეს თავიდან აცილებული. ჩვენ ასევე მოგვამართავენ ის კომპანიები, რომლებსაც უკვე აქვთ საგადასახადოს მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები და სურთ, საგადასახადო დავებში დახმარება.

ჩვენი გუნდი შედგება მხოლოდ ACCA-ს სერთიფიცირებული ბუღალტრებისა და აუდიტორებისთან და მზად ვართ, სრული მომსახურება შევთავაზოთ კომპანიებს და დავეხმაროთ, საქმიანობა წარმართონ საერთაშორისო სატანდარტებით და ყველა არსებული კანონმდებლობის დაცვით.

გამოცდილი და კვალიფიციური კადრებით შემდგარი გუნდი – მხოლოდ ეს არის ის, რაც უპირატესობას ანიჭებს საკონსულტაციო კომპანიას, დაიკავოს მთავარი ნიშა ბაზარზე.

ჩვენთან, ერთ სივრცეში შესაძლებელია სრული საფინანსო და აუდიტორული მომსახურების მიღება. აუთსორსი უფრო ნაკლები უჯდება კომპანიას, ვიდრე ბუღალტრის შტატში აყვანა. ასევე, ერთი ბუღალტრის ნაცვლად მოგემსახურებათ პროფესიონალ ბუღალტერთა მთელი გუნდი, რაც უზრუნველყოფს მომსახურების სისწრაფესა და ხარისხს.

გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში მაინც არსებობს იმის განცდა, რომ აუთსორსული მომსახურება ძალიან ძვირია და ხელმისაწვდომი მხოლოდ მსხვილი კომპანიებისთვის, თუმცა ეს ასე არ არის. გაცილებით მარტივი, იაფი, ხარისხიანი და სწრაფი საფინანსო მომსახურების აუთსოსრზე გატანაა. სწორედ ახალი და შედარებით მცირე ბიზნესია ის, რომელსაც სჭირდება მეტად დანახარჯების შემცირება და მოგების ზრდა, სწორედ აუთსორსი იქნება ამ შემთხვევაში პირველი გადადგმული ნაბიჯი დანახარჯების შემცირებისაკენ. ფინანსების აუთსორსზე გატანით, ნაკლები დანახარჯებით იღებთ უფრო მეტ მომსახურებას, ვიდრე ეს შესაძლებელია თქვენი ადამიანური რესურსებით.

ეკონომიკა და ფინანსები ის სფეროა, რომელიც მუდამ ვითარდება და იცვლება, ამიტომ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები მუდმივად უნდა იყვნენ ყურადღებით მიმდინარე ცვლილებებთან მიმართებით და მუდმივად განავითარონ საკუთარი ცოდნა. ვინაიდან, საერთაშორისო სტანდარტები გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, ძალიან ხშირად იცვლება. რათა უფრო მარტივი და სრულყოფილი გახდეს მომხმარებლისთვის, საჭიროა  ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებსა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებში მიმდინარე ცვლილებების მუდმივი გაცნობა. ასევე კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების დროული გაცნობა და გამოყენება“, – აცხადებენ GSG CONSULTING -ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები