LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გთავაზობთ აქციას, რომელსაც არ სჭირდება შეკრება და ღამისთევა… ვნახოთ, რა გამოვა” – რა ინიციატივით მიმართავს ირინა სარიშვილი საზოგადოებას

970
უსათაურო დიზაინი (1)

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი საზოგადოებას ინიციატივით მიმართავს.

სარიშვილი იდეის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ ეს არის აქცია, რომელსაც ლიდერი, შეკრება, ღამისთევა და ორგანიზება არ სჭირდება:

“გთავაზობთ აქციას, რომელსაც არ სჭირდება ლიდერი, შეკრება, ღამისთევა, ორგანიზება.

სჭირდება მხოლოდ თითოეული ჩვენგანის კეთილი ნება.

ვინც აქამდე ასე არ ვცხოვრობდით, ხვალიდან:

1. გარეთ გავდივართ რუსეთის ოკუპანტობის აღმნიშვნელი რაიმე სიმბოლიკით, რასაც შევძლებთ (წარწერა “რუსეთი ოკუპანტია”, უკრაინის მხარდასაჭერი აქსესუარი – ვისაც რა გვაქვს);

2. არ ვყიდულობთ არაფერს, რისი შტრიხკოდის პირველი სამი ციფრი 460-469-ით იწყება.

3. ყველაფერს, რაზეც შესაძლებელია – სახლის კარი, ავტომობილი, ვაწერთ “რუსეთი ოკუპანტია”.

ჯერ ამ უმარტივესი ნაბიჯებით დავიწყოთ, ვნახოთ, რამდენი ვართ.

გვახსოვდეს რომ სიმართლე ჩვენს გარეშეც არსებობს, მაგრამ იმარჯვებს იქ, სადაც მას უმრავლესობა აღიარებს.

ამ საქმეში მე არ მჭირდება ლიდერი – ჩემი თავის უფალი ვარ მე!

ვიწყებთ ხვალიდან – ვინც მეთანხმებით, გააზიარეთ ეს პოსტი ან თქვენი სახელით მოუწოდეთ, ვნახოთ რა გამოვა”, – წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები