LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გთხოვთ, ნუ მანიპულირებთ ამ მწვანე და წითელი ზონებით-ეს მოსახლეობაში გარკვეულ პანიკას იწვევს – ამირან გამყრელიძე

136
amo

“ძალიან გთხოვთ, ნუ მანიპულირებთ ამ მწვანე და წითელი ზონებით, რადგან ეს მოსახლეობაში გარკვეულ პანიკას იწვევს”,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომელმაც ჟურნალისტების კითხვას, უპასუხა, ინარჩუნებს თუ არა საქართველო მწვანე ქვეყნის სტატუსს.

მისი თქმით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში აჭარის რეგიონზე კორონავირუსით ინფიცირებულების 65-70% მოდის, თუმცა როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, აჭარაში დღეს ეს ტენდენცია ოდნავ შემცირებულია.

“9-10 სექტემბერს აჭარაში პირველი ნახტომისებური ზრდა გვქონდა, იმ დღეებში ყოველდღიურად 150-160 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდებოდა. დღეს ეს ტენდენცია ოდნავ შემცირებულია, გვაქვს 110-111 პროცენტიანი ყოველდღიური ზრდა და ეს მიმანიშნებელია, რომ ზრდის ტემპი ოდნავ შემცირდა.

ძალიან გთხოვთ, ამ „მწვანე“ და „წითელი“ ზონებით ნუ მანიპულირებთ, ეს მოსახლეობაში გარკვეულ პანიკას იწვევს. საქართველოს აბსოლუტური რიცხვი ინფიცირებულების, ერთ-ერთი დაბალი აქვს ევროპაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები