LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდამაყრის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

115
xanzari

გუდამაყრის ხეობაში, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მთელი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ  შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე-მაშველი, რომლებიც ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ.

მათივე ინფორმაციით, მთის კლდოვან ნაწილზე  ტექნიკის გადაადგილება ვერ მოხერხდა, რის გამოც ალტერნატიული ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით აღჭურვილმა მეხანძრე-მაშველებმა, რთული რელიეფის მიუხედავად,  ცეცხლის ღია კერების ჩაქრობა რამდენიმე საათში შეძლეს.

მომხდარის შედეგად, დაიწვა 5 ჰა-ზე მეტ ფართობზე არსებული ხმელი ბალახი და ე.წ. ჯუჯა მცენარეები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები