LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურის 11 სასტუმროში ფასდაკლებით დაისვენებთ

75
83215164-2678971645486134-7587741150715314176-o

22 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით, გუდაურში ფასდაკლების კვირეული ტარდება. Discount Week საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინიციატივით იმართება.

ფასადაკლების კვირეულში გუდაურის 11 სასტუმროა ჩართულია. სამთო კურორტის განთავსების ობიექტები ქართველ და უცხოელ ტურისტებს 20-40 % ფასადაკლებას სთავაზობენ.

ფასდაკლების კვირეულში მონაწილე ტურისტებს 22 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით მთის კურორტების განვითარების კომპანია 2 დღიან სასრიალო აბონემენტზე 30% ფასდაკლებას სთავაზობს.

“ფასდაკლების კვირეულის მთავარი მნიშვნელოვანი ღირებულებაა კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი შიდა და საერთაშორისო ვიზიტორების მოგზაურობას. აღნიშნული პერიოდი კონკრეტულად არის შერჩეული, იქიდან გამომდინარე რათა უფრო მეტად ხელი შევუწყოთ სასტუმროებს გუდაურში. როგორც იცით კლიმატური პირობების გამო ნაკლებია თოვლის რაოდენობა კორორტზე, თუმცა აქვე აღსაღნიშნავია , რომ ყველა საბაგირო ოპერირებს, სასრიალოდ მზად არის რამდენიმე ტრასა. პროექტს ჩვენ ვანხორციელებთ მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან ერთად 30 % ფასდაკლებას სთავაზობს საბაგირო აბონემენტზე,”-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ცნობისთვის, ფასდაკლების კვირეულის მიზანია ტურისტული ადგილებისა და პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა. ასევე, რეგიონების პოპულარიზაცია და შიდა ტურიზმის წახალისება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები