LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში 6 ახალი საბაგირო შენდება

105

გუდაურში 6 ახალი საბაგირო შენდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი საბაგიროების მშენებლობით კურორტზე 3.5-ჯერ გაიზრდება გამტარუნარიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაგიროები გაცილებით მეტი მოთხილამურის ერთად მიღებას შეძლებს, რიგების გარეშე. ამის შესახებ სააგენტო “ინტერპრესნიუსი” წერს.

გუდაური 30-ე იუბილეს სტუმრებს განსაკუთრებულ სიახლეებს სთავაზობს. კურორტზე 6 ახალი საბაგირო შენდება და ერთი საბაგიროს რეკონსტრუირება ხდება. ახალი საბაგიროები მსოფლიოში საუკეთესო ფირმების “დოპელმაიერისა” და “პომას” იქნება. დამატებითი საბაგიროების მშენებლობასა და არსებულის რეკონსტრუირებასთან ერთად, სასრიალო არეალიც 20%-ით იზრდება. კურორტზე ასევე მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მე-2 ფაზის მშენებლობა, რომელიც 2018-2019 წლის სეზონისთვის დასრულებული იქნება. ხელოვნური გათოვლიანების პირველი ფაზა გუდაურში 2015 წელს განხორციელდა“, – განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები