LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში ურთულესი კონსტრუქციის, ინოვაციური აპარტ-ჰოტელი შენდება

438
448dc227-d405-43db-b977-3766262d9d98

ბინა, რომლიდან გასვლაც არ დაგჭირდებათ – მარკეტი, აფთიაქი, რესტორანი, სავარჯიშო დარბაზი, აუზი და სხვა საჭირო სივრცეები ერთად მოიყრის თავს და ეს გუდაურში მოხდება.

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტზე ურთულესი კონსტრუქციის, ინოვაციური აპარტ-ჰოტელი შენდება და მას „მარშალ გუდაური“ ერქმევა. პროექტს ახალი ქართული კომპანია Marshall Development ახორციელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „მარშალ გუდაური“ საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია, ვინაიდან ის ძალიან რთულ, საოცარი დიზაინის მქონე შენობას წარმოადგენს. ამასთან, ის გუდაურის ყველაზე გამორჩეულ და პრესტიჟულ ადგილას მდებარეობს.

„ჩვენი პროექტი 1 ბლოკის მშენებლობა 2020 წლის მაისში დასრულება, მალევე დავიწყებთ ამავე ლოკაციაზე მეორე ბლოკის მშენებლობასაც. აღსანიშნავია, რომ გუდაურში ამჟამად მშენებლობების ბუმია. ეს არის ერთადერთი ქართული კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე სრული დატვირთვით მუშაობს, აქედან გამომდინარე ჩვენმა კომპანიამ პირველი პროქტის განსახორციელებლად სწორედ გუდაური შეარჩია.

რაც შეეხება ჩვენი პროექტის უნიკალურობას, რაც მას გუდაურში არსებული სხვა აპარტ-ჰოტელებისგან გამოარჩევს – არის ის, რომ ჩვენ აქცენტს უმაღლეს ხარისხზე ვაკეთებთ, გვაქვს უნიკალური დიზაინი და იდეალური ლოკაცია“, – აცხადებენ „მარშალ დეველოპმენტში“.

მათივე ინფორმაციით, პროექტის წარმატებაზე მეტყველებს ისიც, რომ ამჟამად „მარშალ გუდაურში“ ბინების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია.

„გვაქვს პატარა კონფორტული ბინები და ჩვენს მაცხოვრებლებს სრულ კომფორტს ვთავაზობთ. ჩვენთან ერთ სივრცეში იქნება გაერთიანებული რესტორანი, აფთიაქი, საუნა, სავარჯიშო დარბაზი, აუზი და სხვა საჭირო სივრცეები. ასე რომ, ბინიდან გასვლაც არ დაგჭირდებათ ისე მიიღებთ ყველა საჭირო სერვისს „მარშალ გუდაურში“, – განმარტავენ პროექტის განმახორციელებელ კომპანიაში.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „მარშალ დეველოპმენტში“ ამბობენ, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ სხვა მასშტაბური პროექტების დაწყებას გეგმავენ. მათ შორის, აპირებენ თბილისში – დიდი დიღმის ტერიტორიაზე საინტერესო პროექტის დაწყებას.

ცნობისთვის, დეველოპერული კომპანია Marshall Development აერთიანებს მშენებლობის უმაღლეს სტანდარტებს, თანამედროვე მიდგომებს მშენებლობის პროცესში და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები