LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუკა რჩეულიშვილისა და ლელა კილაძის ოჯახური იდილია (ფოტო)

575

გუკა რჩეულიშვილი და ლელა კილაძე ცხოვრებით ტკბებიან. ამას გუკას მიერ სოციალურ ქსელში ახლახან გამოქვეყნებული ფოტო მოწმობს, სადაც ის ლელასთან ერთად არის გადაღებული…

წყვილმა ძალიან რთული პერიოდები გამოიარა. როცა გუკა დააკავეს, ის ფეხმძიმედ იყო. თრინითი ისე გაჩნდა, რომ გუკას არ უნახავს და გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა გაათავისუფლეს, შეძლო თავისი შვილის ნახვა.

გუკასა და ლელას რომანის შესახებ რამდენიმე წლის წინ გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც გიგი უგულავა დაიჭირეს. ლელასთვის ეს მესამე ქორწინებაა, გუკასთვის – მეორე. გუკას წინა ქორწინებიდან მსახიობ ნუცა კუხიანიძესთან ერთი გოგონა ჰყავს, ლელას – წინა ორი ქორწინებიდან, სამი შვილი, მეოთხე ახლახან გუკასთან შეეძინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები