LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუკა რჩეულიშვილს ნარკოდანაშაულსაც ედავებიან – პროკურატურამ მასზე ძებნა გამოცხადდა

404
BeFunky-collage (1) (1)

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გუკა რჩეულიშვილის მიმართ გამოძიება ნარკოდანაშაულის ფაქტზეც დაიწყო, რადგან მას ნარკოტიკების, მათ შორის “კოკაინის” მოხმარება დაუდგინდა.

“აღსანიშნავია, რომ შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით დაბარებულმა გ.რ.-მ 11 მარტს, პოლიციის განყოფილებაში მოთეთრო ფერის ქაღალდში შეხვეული, ასევე თეთრი ფერის ფხვიერი მასა წარადგინა, რომელიც მისი განმარტებით იყო ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და რომლის  ნაწილიც მან  მოიხმარა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით (260-ე მუხლის პირველი ნაწილით)დაიწყო.

სამართალდამცველებმა გ.რ.-სგან წარმოდგენილი ზემოაღნიშნული ნივთიერება ამოიღეს, ხოლო მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ერთჯერადი მოხმარების ე.წ. „ინსულინის“ შპრიცი მასში არსებული მოთეთრო ლაქით. ამოღებულ ნივთებზე დაინიშნა ქიმიური ექსპერტიზა.
გ.რ.-ს ნარკოლოგიური კვლევის შედეგად  ნარკოტიკული საშუალებების – „კოკაინის“, „ტეტრაჰიდროკანაბინიოლისა“ და „ტრამადოლის“ მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.”- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, “ცენტრ პოინტის” ერთ-ერთი დამფუძნებლს, ცოლის მიმართ შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის ბრალდებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. პროკურატურის განცხადებით, იგი თავს არიდებს გამოძიებას და მასზე გამოცხადდა ძებნა.

გუკა რჩეულიშვილი ლელა კილაძისადმი შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო დააკავეს

არსებული ინფორმაციით, გუკა რჩეულიშვილს პატიმრობა მისი მეუღლის, ლელა კილაძის საჩივრის საფუძველზე შეეფარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები