LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გულგრილობა, არაპროფესიონალიზმი, უპასუხისმგებლობა…მერამდენე ბავშვს ვგლოვობთ ამ ერთ კვირაში?!”

maia-tsiramua_59255d08dbb6c

სანზონაში 4 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტს ფსიქოლოგი მაია ცირამუა ეხმაურება. ის ქვეყანაში სოციალური მომსახურების სფეროში სერიოზული რეფორმის გატარების აუცილებლობაზე მიუთითებს.

“თუ სოციალური მომსახურების სფეროში სერიოზული რეფორმა არ გატარდება, თუ ეს სფერო არ გახდება პრიორიტეტული ამ ქვეყანაში, ნელა- ნელა კიდევ უფრო მეტი პრობლემა იჩენს თავს. სამსახურეობრივი გულგრილობა, ნულოვანი მგრძნობელობა, ემპათიის არქონა, არაპროფესიონალიზმი, უპასუხისმგებლობა (სამართლებივად შესაძლოა დანაშაულიც) – რამდენი რამ ჩანს კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევიდან! მსხვერპლი ისევ ბავშვია! მერამდენე ბავშვს ვგლოვობთ ამ ერთ კვირაში?! – წერს ცირამუა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგოს დედა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის მუხლით არის დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბავშვის სიკვდილამდე, სამინისტროში ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება ერთხელ, 6 იანვარს შევიდა.

შსს-ს მტკიცებით, ოჯახში მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მცირეწლოვანის დედა მაშინვე დააკავეს, ბავშვი პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მომხდარის შესახებ კი სოციალურ სამსახურს აცნობეს.

სამინისტრო იწყება, რომ საქმეზე გამოიკითხა ბრალდებული და არაერთი მოწმე, მათ შორის, ოჯახის წევრები, შეტყობინების ინიციატორი და პოლიციის თანამშრომლები:

“გამოკითხულმა მოწმეებმა უარყვეს ბავშვის მიმართ დედის მხრიდან რაიმე ფორმით ძალადობა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო მისი ჰიპერაქტიური ქცევით”.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გენერალური ინსპექციის მიერ პარალელურად დაწყებულია შესწავლა და სამსახურეობრივი შემოწმება, რომელიც დაადგენს მიმდინარეობდა თუ არა ეფექტიანად შემაკავებელი ორდერის მონიტორინგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები