LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გულით მინდა მიეტევოთ, ჩემი 10 წლის შვილის აცრემლებული თვალები, რომელიც ამ კომენტარებს კითხულობს“- თათია შარანგია

6598
BeFunky-collage

პიანისტი, თათია შარანგია გადაცემა „პროფილში“ შვილთან ერთად მონაწილეობას სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადებით ეხმაურება. საქმე იმაშია, რომ როგორც თათია შარანგია აღნიშნავს, მისი 10 წლის ვაჟი სოციალური ქსელის მომხმარებლების თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

„გადავავლე 300 კომენტარს თვალი და არ მჯერა ამხელა ბოროტების, შურის, ღვარძლის… 10 წლის ბავშვს პოლიტიკაზე ედავებიან კომენტარებში, წყევლიან და წერენ რომ არაფერი შეერგება… რადგან ედუარდ შევარდნაძეა… (ოღონდ ედუა და 10 წლის არის)…. არის მეორე კატეგორია, ვისშიც შინაგანად მშობელი ცხოვრობს და რა დამოკიდებულებაც არ უნდა ქონდეს ჩემი შვილების დიდი ბაბუის მიმართ, ხვდებიან რომ ბავშვია, საყვარელი ბავშვი, როგორც ყველას შვილი და ამ უზნეობას აპროტესტებენ – მადლობა მათ…

ვიდეო: როგორ გამოიყურება ედუარდ შევარდნაძის შვილთაშვილი და რას ეუბნებიან, როცა ცუდად იქცევა

ვისთვის კარგია ბატონი ედუარდი, ვისთვის ცუდი…. ვისაც ობიექტური ხედვა აქვს მისი პოლიტიკური კარიერის მიმართ, ვისაც სუბიექტური.. ვის წინაპარსაც მეოთხედი არ გაუკეთებია არც სამშობლოსთვის და არც ოჯახისთვის და ისე მარტივად განიკითხავს მსოფლიო პიროვნებას… ყველას სრული მორალური უფლება აქვს პატივს სცემდეს თუ არა საქართველოს მეორე პრეზიდენტს… ყველაფერს ეშველება, მაგრამ იმ კატასტროფას რასაც ბავშვის მიმართ განუკითხაობა ქვია, იმ საშინელი კომენტარების ავტორების ბინძურ სულს ვინც ბავშვს აქ წყევლის და ლანძღავს, მათ არაფერი ეშველებათ… გულით მეცოდებიან და გულით მინდა მიეტევოთ, ჩემი 10 წლის შვილის აცრემლებული თვალები, რომელიც ამ კომენტარებს კითხულობს….

ყველას შვილს ნათელი და ბედნიერი მომავალი ❤️- წერს თათია

შეგახსენებთ, თათია ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილის ცოლი გახლდათ. ახლა თათია მეორედაა დაქორწინებული.

თათია შარანგია ედუარდ შევარდნაძეს იხსენებს – „განსაკუთრებულად მიყვარდა, მისთვის სიამოვნებით ვუკრავდი…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები