LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გულწრფელად ვაფასებთ თქვენს მონდომებას და საქმისადმი ერთგულებას” – განათლების მინისტრის მასწავლებებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

61
BeFunky-collage - 2020-10-05T101436.770

განათლების მინისტრი პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს ულოცავს. მიხეილ ჩხენკელი პედაგოგებს მადლობას უხდის განსაკუთრებული ღვაწლისთვის, რაც მათ პანდემიის პირობებში გაიღეს. მინისტრის თქმით, რომ აფასებს მასწავლებელების მონდომებას და საქმიანობას, რაც მისივე განმარტებით, შესაძლებელი გახდა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის შენარჩუნება.

„5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა! მინდა, გულითადად მოგილოცოთ ეს დღე. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიგიძღვით მომავალი თაობების აღზრდაში. თითოეულ თქვენგანს, თავდაუზოგავი შრომითა და პროფესიონალიზმით, უდიდესი წვლილი შეგაქვთ უკეთესი საზოგადოების ფორმირებაში. თქვენი შრომა, ღვაწლი და ამაგი განსაკუთრებით გამოჩნდა პანდემიის დროს განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების დაძლევისას.

იცოდეთ, რომ გულწრფელად ვაფასებთ თქვენს მონდომებას, პროფესიონალიზმსა და საქმისადმი ერთგულებას, რისი წყალობითაც შესაძლებელი გახდა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის შენარჩუნება.
ღრმად მწამს, მასწავლებლების დაფასება მნიშვნელოვანია, როგორც ამ პროფესიის პრესტიჟის ასამაღლებლად, ასევე მეტი ღირსეული კადრის მოსაზიდად.

გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს თავდაუზოგავი შრომისთვის.

წარმატებებსა და ჯანმრთელობას გისურვებთ!“ – ნათქვამია მიხეილ ჩხენკელის მილოცვის ტექსტში, რომელსაც განათლების სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები