LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ შეროზია: „უმარაზმესობაა პირადი ცხოვრებით აპელირება!..“

gurma-sherozia

ბლოგერი გურამ შეროზია ეკა ბესელიას განცხადებას ეხმაურება. მოგეხსენებათ, პოლიტიკოსმა ქალბატონმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გავრცელდა.

გურამ შეროზია მიიჩნევს, რომ სექსის ამსახველი კადრებია გამოქვეყნება ამაზრზენი სვლაა.

„წალეკა ჩემი თაიმლაინი კომენტარებმა, რომ ერთ ცნობილ, ამჯერად პოლიტიკოს ქალს პირადი ცხოვრების, კერძოდ სექსის ამსახველი კადრები გამოუქვეყნეს.

ჰოდა, ამაზრზენად საცოდავი სვლაა.

სულ ფეხებზე მკიდია:

– სექსის რომელი ფორმით კავდება

– კაცთანაა, ქალთან, მოხუცთან, ცხოველთან, ა.შ.

– ღალატობს თუ გამორჩენის მიზნით “შვება”

– ფულსაც იღებდეს თუნდაც

აი, უმარაზმესობაა პირადი ცხოვრებით აპელირება, ამაზე საერთოდ რამე კომენტარი და მით უფრო – ამის კარიერასთან, პროფესიონალიზმთან, თუ ადამიანობასთან დაკავშირება.

თუმცა, სხვას არც არაფერს ველი ერისგან, რომელსაც ბოზობის გაპრავება და ძალადობის დაგმობა ვერ გაურჩევია ერთმანეთისგან! რაზეც რეაგირებთ, იმას გაწვდიან.

ჩემი სოლიდარობა ამ ქალს (არა და არასდროს მომწონდა).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები