LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამიშვილის გამზირზე მიწის მასა ჩამოიშალა (ვიდეო)

257
chamongreva

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მიწის მასა ჩამოიშალა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ჩამოიშალა ხუთი კუბური მეტრი მიწა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა,” – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები. როგორც “ფორტუნას” თბილისის მერიაში განუცხადეს შემთხვევის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

„ამ ეტაპზე სასტუმროში გამგეობას 36 ოჯახი გადაყავს, რადგან გეოლოგებმა მოითხოვეს ჩატარდეს შენობის მდგრადობაზე კვლევა. სამხარაული ამჟამად იქაა, შეიწავლის მდგომარეობას და ამის მერე გადაწყდება დაბრუნდებიან თუ არა ეს ოჯახები სახლებში, თუ ქირით მოხდება მათი გადაყვანა,“ – აცხადებენ თბილისის მერიის პრესსამსახურში.

შემთხვევის ადგილზე რჩებიან საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. თბილისის მერიის ინფორმაციით, ვითარებას სწავლობენ მერიის შესაბამისი სამსახურების და გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები.

 შემთხვევას, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი გამოეხმაურა.