LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიაში შშმ. პირებისთვის ადაპტირებული კაფე „ქეთოსთან“ გაიხსნა, სადაც შშმ. პირები დასაქმდნენ

227
253080897-407114507751317-519592511407479703-n

„საქართველოს ბანკი“ მცირე ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით, ლანჩხუთში სოციალური კაფე „ქეთოსთან“ მოეწყო.

„ქეთოსთან“ მისულ სტუმრებს კაფის განსხვავებული ინტერიერი და ექსტერიერი თავს მყუდროდ და კომფორტულად აგრძნობინებს. კაფე შშმ. პირებისთვის არის ადაპტირებული და მომხმარებელს ქართულ და ევროპულ სამზარეულოს სთავაზობს. „ქეთოსთან“ 10-მდე ადამიანია დასაქმებული, მათ შორის შშმ. პირები.

„ქეთოსთან“ ის სივრცეა, რომელმაც შეიძლება ითქვას, ლანჩხუთი გამოაცოცხლა და ახალგაზრდები კიდევ უფრო აქტიური გახადა. მართალია, პანდემიის დროს გავიხსენით, თუმცა უკვე 20-მდე ღონისძიებას ვუმასპინძლეთ და კაფე მალევე ადგილობრივების საყვარელ ადგილადაც იქცა. გარდა იმისა, რომ კაფე სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს მასპინძლობს, „ქეთოსთან“ არაერთ ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა, მიეღო გამოცდილება მომსახურების სფეროში და განევითარებინა სხვადასხვა უნარები. განსაკუთრებით სასიხარულო კი ისაა, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ, განსაკუთრებით კი ქალბატონებმა, უფრო ირწმუნეს საკუთარი თავის და შესაძლებლობების, დაიჯერეს, რომ ლანჩხუთშიც შესაძლებელია საქმის კეთება“, – აცხადებს სოციალური კაფის დამფუძნებელი, ქეთევან წილოსანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები