LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გურჯაანი და თელავი შევარიგეთ!”- სალომე ზურაბიშვილი (ფოტო)

125
სალომეეეეეე

„გურჯაანი და თელავი შევარიგეთ!“ – ამ წარწერით ფოტო სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოაქვეყნა. ფოტოზე ის გურჯაანისა და თელავის მერებს, არჩილ ხანდამაშვილსა და შოთა ნარეკლიშვილს შორის დგას.

სალომე ზურაბიშვილი მეორე დღეა კახეთშია. გურჯაანისა და თელავის მერებთან ფოტო სიღნაღში ყოფნის დროს გადაიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სიღნაღში ზურაბიშვილმა სოფელ ნუკრიანის ლავანდას პლანტაციები დაათვალიერა. მანამდე ის საგარეჯოში იმყოფებოდა, ნუშის პლანტაციებში, შემდეგ კი კაჭრეთში არსებულ საზოგადოებრივ კოლეჯს და კინოხელოვნების ბანაკს ეწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები