LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანში 27 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

105
shutterstock-1644424099

27 წლის მამაკაცს, რომელიც ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მუშაობს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას covid-19-ზე ტესტირება რამდენიმე დღის ჩაუტარდა, პასუხი კი დღეს გახდა ცნობილი.

ინფორმაციას ადასტურებენ გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში. ეპიდემიოლოგ მანანა გოგაშვილის თქმით, ახალგაზრდა ოჯახში 4 დღის წინ იმყოფებოდა, რის გამოც კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია, თუმცა არცერთ მათგანს ვირუსის საეჭვო სიმპტომი არ აღენიშნება.

ინფიცირებული პირი ამ ეტაპზე თბილისის საავადმყოფოში მკურნალობს. დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები