LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანში მამა-შვილს მანქანა დაეჯახა, შვილი ადგილზე გარდაიცვალა, მამა კი მძიმედ დაშავდა

177
1

გურჯაანში მამა-შვილს მანქანა დაეჯახა. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, მამა კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.

შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამა-შვილს გზის პირას საზამთროს ჯიხური ჰქონდა.

გავრცელებული ცნობითვე, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საპირისპირო მხარეს გადავიდა და მამა-შვილს შეეჯახა.

კლინიკაში გადაყვანილი მამაკაცის მდგომარეობა კლიტიკულია.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები