LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გუშინ და დღეს“ – რობიკო სტურუა კახი კავსაძესთან ერთად ფოტოს აქვეყნებს

1541
kavsadze-sturua

მცირე ხნის წინ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი კლინიკის მიერ გამოქვეყნებულმა ფოტომ, სადაც ერთ პალატაში თანამედროვეობის ორი უდიდესი ქართველი ხელოვანი, გია ყანჩელი და რობერტ სტურუა იყვნენ გადაღებულები, დიდი ინტერესი გამოიწვია… რეჟისორს ჯანმრთელობის პრობლება შეექმნა, ხოლო გია ყანჩელი უკვე დიდი ხანია, მკურნალობს…

ბოლო დღეებში რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია.

მან ახლახან გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც რუსთაველის თეატრში კახი კავსაძესთან ერთად აქვს გადაღებული, ასევე ძველი ფოტოც, სადაც ისევ კახის გვერდით დგას. „გუშინ და დღეს“, ასეთი წარწერა გაუკეთა რეჟისორმა ფოტოს.

მის გვერდს თუ გადაათვალიერებთ „ფეისბუქზე“, ნახავთ, როგორი იუმორით უყურებს ის საკუთარ ცხოვრებას. მას ალფრედ ჰიჩკოკის ფოტო აქვს გამოქვეყნებული, სადაც ის ნიჩბით ხელშია გამოსახული. რობერტ სტურუამ ფოტოს ასეთი მინაწერი გაუკეთა: „ჰიჩკოკის არ იყოს, მეც ვემზადები…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები