LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუშინ დავბრუნდი გურიიდან, დაზაფრული – რას წერს ზურა შევარდნაძე რეგიონზე

1252
BeFunky-collage (2)

გუშინ დავბრუნდი გურიიდან, ცოტა დაზაფრული, – ამის შესახებ მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც შევარდნაძე ამბობს, ვისაც კი გურიაში მუშაობა შეუძლია, ყველა თურქეთშია წასული.

შევარდნაძე იმასაც აღნიშნავს, რომ გურიაში გაჭირვების წლებშიc არ ყოფილა იმდენი დაუმუშავებელი მიწა, რამდენიც ახლაა.

“აქამდე არასდროს არ მინახავს ამდენი დაუხნავი და დაუთესავი ყანა, დაუმუშავებელი ბახჩა და აბალახებული ეზო. ყველა მეზობელი, ნათესავი, მოკეთე და მოყვარე ვისაც კი მუშაობა შეუძლია თურქეთშია წასული ჩაის საკრეფად. ისტორიებს, რომელსაც იქედან დაბრუნებული გამოწურული, ენერგია გამოცლილი, დამცირებულები ყვებიან ძნელი მოსასმენია მეტისმეტად.

ჩოხატაურში საკვირაო ბაზარზე ჩემი გურულები არ მომეჩვენა ისეთი ლაღები და გულანთებულები როგორიც სულ მახსოვს. მობუზული, დაბნეული და გაჩიჩინებულია ყველა და ყველაფერი.
ხუმრობენ, ოხუნჯობენ, არც სითბოს აკლებენ ერთმანეთს და არც სიყვარულს, იმედიანად, რიხიანადაცაა ზოგი, მაგრამ ვფიქრობ და ვერ ვხვდები რა მოხდება ასე თუ გაგრძელდა.
არ ვიცნობ არავის ვისაც ვალი არა აქვს..

გურიაში იმ დროს ვცხოვრობდი, როცა თვეობით შუქი არ გვქონდა და არაფერი სულ არაფერი არ ხდებოდა, მაგრამ არასდროს ნაგომარში, სუფსის ჭალაში “კორიზაის ველზე”, “მერეში” დაუთესავი ყანა არ მახსოვს. ოდის წინ მინდორი აბალახებული უსაშველო სირცხვილად ითვლებოდა… რა ნახა თვალმა, ჭიშკრების და ღობეების სიმაღლეა ალინჯა და ჭიაფერა..

შრომა დაგვავიწყდაო ვიტყვით, მაშინ თურქეთში როგორ ვშრომობთ? არ მგონია თურქი უშრომელს და მუქთახორას გააჩერებს შინ.
იმედ გადაწურული ჩვენი მტერი იყოს, მაგრამ რა ვქნათ, რა გზას დავადგეთ, რა ვიღონოთ?
არაფერზე პასუხი არ მაქვს, მარტო იმას ვხვდები, რომ ასე გაგრძელება არ გამოვა.
ეგებ თქვენ გქონდეთ პასუხი..”- წერს ზურა შევარდნაძე. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები