LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამია: ეს ეთერი არ ჩაქრება, გარანტიას ვაძლევ ივანიშვილს

1512
Untitled

“რუსთავი 2″- ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ხელისუფლება ტელეკომპანის ხელში ჩაგდებას ცდილობს, თუ რა ხერხებით ცდის მმართველი ძალა ამის განხორციელებას, ამის შესახებ ნიკა გვარამია დეტალურად უახლოეს მომავალში ისაუბრებს.

განცხადება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ “არჩევანის” ეთერში გააკეთა.

„რა თქმა უნდა, შემდეგი დანიშნულების ადგილი ხელისუფლების არის “რუსთავი 2”. როგორ, რანაირად, ამას შემდეგი კვირების განმავლობაში ვილაპარაკებ, მაგრამ დანამდვილებით, შემდეგი დანიშნულების ადგილი არის „რუსთავი 2“.

გამორიცხულია, ვიომებთ კი არა, ამბოხი კი არა, აი, როგორც დემოკრატიას ცდილობენ, რომ ენა ამოგლიჯონ “რუსთავი 2-ის” დადუმების სახით, ისე ამოვაგლიჯავ ენას ბიძინა ივანიშვილს პირდაპირი მნიშვნელობით. გამორიცხულია, არ არსებობს ეს ეთერი დემოკრატიული ძალებისთვის და ისეთი როგორიც არის, არ ჩაქრება, გამორიცხულია, გარანტიას ვაძლევ მე თვითონ ამ ეთერიდან,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები