რუსთავი 2 – ის დირექტორი ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების პროტესტს ეხმაურება.

ნიკა გვარამია წერს:

“აი მითხარით ახლა, ეს პარადოქსია, თუ ეროვნეული უბედურება:

სამი დღის წინ, არჩევნებში, ჭიათურის 65%მა ხმა მისცა ქოცებს. და დღეს, იმავე ჭიათურაში, ყველაფერი გაჩერებულია, მოსახლეობა (აი ის 65%) მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებს და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი გაფიცვაა.

და, ჩვენ რატო უნდა შეგვტკიოდეს ამ ხალხზე გული, საკუთარი თავი რომ ფეხებზე კიდიათ და საკუთარ ხმას უნიტაზში გადაუძახეს? შარშან ხო არ მომხდარა? აგერ, სამი დღის წინ, მაშინაც გაფიცული რომ იყვნენ. მეტიც, გაფიცვიდან ავტობუსებით წაიყვანეს და 41 შემოახაზინეს.

ხოდა, იმან იზრუნოს და ის წუხდეს, ვისაც საკუთარი ერთადერთ ნდობის მანდატი გადასცეს, ჩვენ რა შუაში ვართ? – წერს გვარამია

ჯორჯიან მანგანეზში დასაქმებული მაღაროელები შიმშილობას აგრძელებენ. დღეს, აქციის დაწყებიდან მეცხრე დღესაც, ისინი ხელფასის მატებას, სამუშაო და ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა მათგანმა პროტესტის ნიშნად პირიც ამოიკერა.

მსგავსი თემები