“შენ პირადად პაატა სალია დახურე “რუსთავი2” და ამიტომ აგეხევა სახე – ამ განცხადებით, “რუსთავი2”-ის ყოფილმა დირექტორმა, მოქმედ დირექტორს მიმართ.

„შენ პირადად, პაატა სალია, შენი სახელით და გვარით, დახურე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და ამიტომ აგეხევა სახე, აუცილებლად, გპირდები, ჩემგანაც პირადად და ქართული საზოგადოებისგანაც, ვერაფერს ვერ გააკეთებ ამ ქვეყანაში, როგორც კი ქოცები წავლენ, ვერაფერს, პირობას გაძლევ, ქუჩაში ვერ გამოხვალ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, პაატა სალიას მიერ ახალი სამართლებრივი დავის დაანონსებასაც გამოეხმაურა.

საქმე ეხება სალიას დღევანდელ განცხადებას, როდესაც აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყება.

„თავზე გადაიხიოს ეგ სარჩელი ჩემგან გადაეცით, იმ სასამართლოსთან ერთად და არავის მოჭამოს, ეს გადაეცით პაატა სალიას, რომელსაც ყველა კბილს დავაყრევინებ, ვიდრე ციხეში მოხვდება ისტორიული ღალატისთვის,”- განაცხადა გვარამიამ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

რაც შეეხება ქიბარ ხალვაშის დღევანდელ განაცხადებას კომპანიის გაყიდვაზე, გვარამია ასე პასუხობს:

ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ს ყიდის

“ერთ კვირაში შეიძლება კომპანია გაიყიდოს, თუ წინასწარ მყიდველი არ იცი? რაზე ვლაპარაკობთ?! რა საჯარო აუქციონი?! ჩვეულებრივი ვაჭარი არის ახლა თქვენი უფროსი, ეგეთი გღირსებიათ საერთოდ „რუსთავი 2“ და მისი ფეხსაცმელების მწმენდავი, არარაობა, საშუალოზე დაბალი კვალიფიკაციის იურისტი, არაფრის მიმღწევი ცხოვრებაში მოვიდა და გახდა რუსთავი 2 -ის დირექტორი, ქართულმა საზოგადოებამ ხომ იცის რასთან გვაქვს საქმე, მის ფეხებქვეშ აუცილებლად მიწა დაიწვება, ამას ვფიქრდები პირადად“- განაცხადა ნიკა გვარამიამ

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები