LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამიას არ სჯერა, გაბუნიას კი არ უნახავს – Obozrevatel-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე პირველი კომენტარები გაკეთდა

198
გაბუ გვარ

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, გამოცემა Obozrevatel -ის გავრცელებული აუდიოჩანაწერი ავთენტური არ არის და მთლიანად დამონტაჟებულია.

„გვარამიამ ყველაფერი ჩააფლავა“ – სააკაშვილისა და ადეიშვილის სკანდალური ჩანაწერი

გვარამიას თქმით, ეს ჩანაწერი მისთვის ვალიდურ წყაროს არ წარმოადგენს, რომელსაც დაეყრდნობოდა.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდება, მისთვის ეს შეხედულებების მცირე კორექციას გამოიწვევს.

„ჩემთვის ეს შეხედულებების მცირე კორექციას გამოიწვევს, სხვას – არაფერს. ამ ინფორმაციის მიღების მერე ვერ ჩავედი უკრაინაში და ტელეფონით ვცადე ჩემს ნაცნობებთან, არა მხოლოდ ქართველებთან, დამეზუსტებინა. არავითარი დადასტურება არ წამოსულა. ინფორმაციის სიზუსტის არ მჯეროდა ბოლომდე, თუმცა ტვინში ვუშვებდი, რომ ეს შეიძლება, მართალი იყოს.

ჩემს მეგობრებს უკრაინაში დღემდე არ სჯერათ ამ ინფორმაციის ნამდვილობის. ვიდეოში რაღაცები არის, ამ საქმეზე საუბრები, მაგრამ ავთენტური არ არის. შეიძლება ვიღაც თვლის, რომ არ უნდა ილაპარაკო, რადგან არ დააშინო ჟურნალისტები, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ უნდა ვისაუბრო ყველაფერზე, რასაც საჭიროდ მივიჩნევ, რომ საფრთხე ავაცილო თანამშრომლებს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ბოკოვი არ არის ქილერი…მას თანამზრახველი აუცილებლად ეყოლება – ნიკა გვარამია

გიორგი გაბუნიას სახის, სახელისა და გვარის შეცვლა შესთავაზეს

გიორგი გაბუნია კი ამბობს, რომ  ჩანაწერი არ მოუსმენია.

მანვე განმარტა, რომ  მის სავარაუდო ლიკვიდაციაზე ინფორმაცია ნიკა გვარამიამ მიაწოდა და რადგან მას ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, გამორიცხული არაა, სხვასაც სცოდნოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები