LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვცემდნენ ლოგინის „რეიკებით,“ ხის სახაზავებით, თუ არ დავიძინებდით, შუადღეზე რეიტუზებით თვალებს გვიკრავდნენ – რას ჰყვება ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი

165
პანსიონი

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მიმდინარე მოვლენები დღის ყველაზე მწვავე და მნიშვნელოვანი თემაა. საკითხის ირგვლივ განცხადებები გაკეთდა პოლიტიკურ წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში, 18:00 საათზე კი, პროკურარტურასთან აქცია დაიგეგმა.

აღსანიშნავია, რომ  რამდენიმე წუთის წინ, ტელეკომპანია „ფორმულამ“ პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ის პანსიონში გატარებულ წლებს იხსენებს და ბავშვებზე ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს.

აღსაზრდელმა პანსიონში 15 წელი გაატარა იგი ამბობს, რომ აღმზრდელები მათთან „ჯოჯოხეთს ატრიალებდნენ.“

„იყო ძალიან მძიმე ფაქტები ჩემთან და სხვებთან მიმართებით, იყო ბულინგი, ცემა „რეიკებით,“ სახაზავებით, რაც ხელში მოყვებოდათ. გვცემდნენ აღმზრდელები, რომლებსაც ვითომ კაბა ეცვათ და ღმერთი სწამდათ, სინამდვილეში კი იქ ჯოჯოხეთი ჰქონდათ დატრიალებული.

გვცემდნენ ლოგინის რეიკებით, ხის სახაზავებით, თუ არ დავიძინებდით, შუადღეზე რეიტუზებით თვალებს აგვიკრავდნენ და გვაძინებდნენ, თუ არ დავიძინებდით და მასწავლებლებს არ დავემორჩილებოდით, მათ თავს არ დავუხრიდით, გვათენებინებდნენ პურის მარცვლებზე და ბრინჯზე 24 საათით მუხლებით, კუთხეში,“ –  ამბობს ის.

ყოფილი ბენეფიციარი, ასევე ამბობს, რომ მისი პანსიონში ცხოვრების დროს გაუპატიურების ფაქტები არ სმენია. „იყო ფაქტები, როდესაც აღმზრდელებმა დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ მეუფე სპირიდონი იყო ნასამართლევი 14 წლის ბავშვის გაუპატიურებზე და ეს საბუთები საპატრიარქომ გაანადგურა,“ – ამბობს ყოფილი აღსაზრდელი.

დარწმუნებული ვარ, ნინოწმინდის პანსიონატში სათანადო პირობებია, მაგრამ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ჰქონდეს მონიტორინგის შესაძლებლობა: პაპუაშვილი

"როცა საქმე ეხება არასრულწლოვანებს, აუცილებელი არ არის, ყველას ჰქონდეს მონიტორინგის შესაძლებლობა, მაგრამ სახალხო დამცველს აქვს უფლებამოსილება, მონიტორინგი განახორციელოს:" - შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განცხადება გაავრცელა,სადაც თქვა, რომ 2016-2021 წლებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის, 3 სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, ხოლო ერთი – სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე.

ამავე თემაზე:

ვიდეო: “ეკონომიკაზე საუბრობთ მხოლოდ?!” – “ოცნების” დეპუტატი, რომელიც ნინოწმინდის პანსიონზე დასმულ შეკითხვას არ პასუხობს

არაა გასაკვირი, რომ სახელმწიფო დუმს, მხოლოდ ივანიშვილის შვილებს იცავენ: უგულავა ნინოწმინდის პანსიონზე

მჯერა, საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს, როცა საკითხი ეხება ბავშვებს: თალაკვაძე ნინოწმინდის პანსიონზე

შემიძლია ვთქვა, რომ აქ აწამებენ ბავშვებს, რადგან არ ვიცით, რა ხდება და ვიცით, რომ ოთხი საქმეა აღძრული: სამნიძე ნინოწმინდის პანსიონატზე

ხოშტარია: “ყოველდღე უნდა იყოს აქცია ნინოწმინდაზე, დღეს 6-ზე შევიკრიბოთ პროკურატურასთან”

დარმწუნებული ვარ, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს შველა სჭირდებათ: დეკანოზი თამაზ ლომიძე

პოპულალურები