LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვენეტაძე ფასების ზრდაზე: შეუძლებელია, ეროვნულმა ბანკმა ამ პროცესში რაღაც სასწაული გააკეთოს

48
ipiccy-image

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის მიუხედავად, სებ-ს არ აქვს ბერკეტი, გავლენა მოახდინოს ისეთი ტიპის ინფლაციაზე, რომელიც მაგალითად, გვალვის მიერ შემცირებული მოსავლით არის განპირობებული, – აღნიშნულ საკითხზე დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ  ისაუბრა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ თუ რაოდენ უპრეცედენტო შოკთან გვაქვს საქმე.

„სამწუხაროდ, ის ფაქტორები, რომლებიც დღეს ინფლაციაზე მოქმედებენ, არ არის ის ფაქტორები, რომლებზეც გავლენა შეიძლება ჰქონდეს ეროვნულ ბანკს. სხვა მაგალითი რომ მოვიყვანოთ, თუ მაგალითად, არის გვალვა და მოსავალი არ მოვიდა, დიდი ალბათობით, ამ მოსავალზე ფასები გაიზრდება, მაგრამ ამ შემთხვევაში არც ერთ ქვეყანაში მარეგულირებელს არ ექნება არანაირი ბერკეტი, რათა ამაზე გავლენა მოახდინოს. ამიტომ ის ფაქტორები, რაც დღეს ინფლაციაზე მოქმედებს, არის ეროვნული ბანკის მანდატის გარეთ, შეუძლებელია მათი კონტროლი. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიყენებთ ყველა ბერკეტს იმისთვის, რათა ინფლაციის დინამიკა შეესაბამებოდეს ჩვენს მანდატს, ანუ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები დაეხმაროს იმას, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა შემცირდეს. შეუძლებელია ეროვნულმა ბანკმა ამ პროცესში რაღაც სასწაული გააკეთოს,” – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე ინფორმაციით, ინფლაცია შემცირებას 2022 წლიდან დაიწყებს და მიზნობრივ მაჩვენებელს საშუალოვადიან პერიოდში დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.50 პროცენტით განისაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები