LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვინეთ პელთროუ სექსუალური ძალადობისგან ბრედ პიტმა იხსნა (ფოტო)

188

გვინეთ პელთროუ ცნობილ ჟურნალს Marie Claire ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს. 46 წლის მსახიობი გულახდილად საუბრობს მეუღლზე, ბრედ ფელჩაკზე და ასევე მის ურთიერთობებზე ბრედ პიტთან. ცნობილი ხდება, რომ 1994-1997 წლებში ბრედმა ის ჰარვი ვაინშტაინისგან იხსნა, რომელიც მის გაუპატიურებას შეეცადა.

„მე ისეთი მადლიერი ვარ ბრედის, რომ მან გამოიყენა თავისი ძალა და გავლენა, რათა ჰარვი ვაინშტაინისგან დავეხსენი. მე მაშინ არავინ ვიყავი და ბრედმა ის ისე დააშინა, რომ ჩემი გადარჩენა შეძლო“-იხსენებს ვარსკვლავი.

ჰარვი ვაინშტაინთან დაპირისპირება გასულ წელს ბრედ პიტმაც აღიარა. პიტის განცხადებით, ყველაფერი 1999 წელს მოხდა, როდესაც პელთროუ ფილმში „ემმა“ მთავარ როლზე მიიწვის. ვაინშტაინმა საკუთარ ნომერში პელთროუს გაუპატიურება სცადა. მსახიობმა თავის დაღწევა შეძლო და ყველაფერი ბრედ პიტს მოუყვა. ამის შემდეგ ბრედ პიტმა ვაინშტაინი ისე დააშინა, რომ ის გვინეთ პელთროუს არ მიკარებია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები