LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვქონდა საუბარი იმაზე, თუ როგორ, შეიძლება დასავლეთმა უზრუნველყოს კიდევ უფრო დიდი ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე“ იმისთვის, რომ მივიღოთ შესაბამისი შედეგი: სალომე სამადაშვილი

118
1614093446753883

“იმისთვის, რომ მოლაპარაკებებმა რაიმე შედეგი გამოიღოს, აუცილებელია ოპოზიციამ დაინახოს კონკრეტული ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან”,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, არსებობს ორი მთავარი საკითხი – ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმისთვის, რომ ქვეყანაში აღდგეს დემოკრატიული პროცესი.

„ფასილიტატორ ელჩებს აქვთ სურვილი დაადგინონ მხარეების პოზიციები. დღეს ისინი შეხვდნენ ოპოზიციას, ასევე შეხვდებიან ხელისუფლებას და ცდილობენ დაადგინონ არის თუ არა სივრცე მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ მათთან ჩვენ პოზიციაზე, როგორ გვესახება ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი.

ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი მოლაპარაკებებზე, მაგრამ იმისთვის, რომ მოლაპარაკებებმა რაიმე შედეგი გამოიღოს, აუცილებელია ჩვენ დავინახოთ კონკრეტული ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან, რაც უკავშირდება პოლიტპატიმრების თემას. ეს თემა თუ არ დაიხურა, ვერანაირი მოლაპარაკებები ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს.

ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, თუ როგორ, რა მექანიზმებით, რანაირად შეიძლება დასავლეთმა უზრუნველყოს კიდევ უფრო დიდი ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე“ იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ შესაბამისი შედეგი, რადგან ყველას ესმის, რომ დღეს პოლიტიკური ჩიხი ქვეყანაში შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობით ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ ჩიხიდან ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, რომ გამოიყვანოს ჩვენი სახელმწიფო“, – განაცხადა სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები