LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გვსურს მსმენელამდე ჩვენი ახალი მუსიკა მივიტანოთ“ – Westlife-ის გრანდიოზული დაბრუნება „უემბლის“ მოედანზე (ვიდეო)

156
18433280-7459873-image-a-27-1568362980790

ირლანდიური ბოიბენდი Westlife  სცენაზე კვლავ დაბრუნდება და უემბლის მოედანზე დაუკრავს.

ბიჭებმა განაცხადეს, რომ უემბლის მოედანი მათი ოცნებაა და ეს მათთვის იდეალური შანსი იქნება.

ცნობისთვის, 20 წლიანი არსებობის აღსანიშნავად, ჯგუფმა მსოფლიო ტურნე უკვე ჩაატარა.

ბიჭებთან კიდევ ერთი სიახლეა, ჯგუფის ერთ-ერთი სოლისტი, მარკი ბავშვს ელოდება (მარკი და მისი საქმრო სურაგატი დედისგან გოგონას ელოდებიან), მან ამის შესახებ საზოგადოებას ერთ-ერთი კონცერტის დროს ამცნო.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფმა პოპულარობა 1998 წელს მოიპოვა და  თითქმის 14 წლიანი არსებობის შემდეგ კი დაიშალა. მსოფლიოს მასშტაბით, ჯგუფს გაყიდული აქვს 45 მილიონი ჩანაწერი, რომელიც  სტუდიურ ალბომებს, სინგლებს, ვიდეოებს და კრებულებს მოიცავს. 14 წლიანი კარიერის მანძილზე ჯგუფს დაგროვებული 14 #1 სინგლი აქვს.

„ჩვენს კიდევ ბევრი რამ გვაქვს სათქმელი, გასაზიარებელი  და მისაღწევი, გვსურს მსმენელამდე ჩვენი ახალი მუსიკა მივიტანოთ“-განაცხადა შონმა.

ცოტახნის წინ, კროკ პარკში ჩატარებულ შოუზე, ჯგუფის გამოსვლას, 160 000 თანყვანისმცემელი ესწრებოდა, რითიც ვასკვნით, რომ ჯგუფი პოპულარობას და აქტუალურობას კვლავაც არ კარგავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები