LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გზა, რომელიც კურორტ ბახმარომდე უპრობლემოდ ჩაგიყვანთ – გაკეთდა (ფოტოები)

246
121540848-4439027172838016-7653123432183044144-o

ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 6.3 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა: მიწის სამუშაოები, გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების და ადგილობრივ გზებთან მიერთებების მოწყობის სამუშაოები. გატარდა უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები, კერძოდ: გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, შემოფარგვლა და საგზაო ნიშნების მოწყობა.

ჩოხატაური-ბახმაროს გზა, კურორტ ბახმარომდე მიდის და აღნიშული გზის გამართულად ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონის განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენების კუთხით.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 1 154 051 ლარი შეადგინა. სამუშაოები კომპანია „ნიუ როუდმა“ შეასრულა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები