LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გზაში გაჩერება არ იქნება: რა პროცედურების გავლა უწევთ საქალაქთაშორისო მგზავრებსა და მძღოლებს

324
1538663853-9e4150786a

საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, ეტაპობრივი პრინციპით რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნა. დღეიდან საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა, თუმცა როგორც მძროლებს, ასევე მგზავრებს, გარკვეული სავალდებული პროცედურების გავლა უწევთ. ქვეყანაში სამი მთავარი რეკომენდაცია – პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია და ჰიგიენის დაცვა – ძალაში რჩება. იგივე პრინციპი მოქმედებს ყველა სატრანსპორტო საშუალებით მგზავროს დროს და მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტში. გაიდლაინი, რომელიც კომპანიებმა მიმდინარე თვის დასაწყისში მიიღეს, სწორედ აღნიშნულ სამ ძირითად რეკომენდაციაზე დაყრდნობით არის დადგენილი.

დღეს დიდუბის ავტოსადგურ „ოკრიბაში“ მგზავრებმა გამგზავრებამდე დეზინფექციის გასავლელად სპეციალურად მოწყობილ კაბინაში გაიარეს. ისინი ასევე  თერმოსკრინინგით ტემპერატურაზე შემოწმდნენ. დეზინფექციის შემდეგ ტრანსპორტში ასულ მგზავრებს, სპეციალური ხსნარით დამუშავებული სივრცე დახვდათ. ავტოსადგურის ბუღალტერის, მარიამ ელბაქიძის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ტრანსპორტი გზაში შესვენების მიზნით გაჩერდება, მძღოლი ვალდებულია მანქანის შიდა სივრცე ისევ სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავოს.

დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა

ავტოსადაგურ „ოკრიბაში“ მისულ მგზავრებს გამგზავრებამდე დეზინფექციის გასავლელად სპეციალურად მოწყობილ კაბინაში გავლა და თერმოსკრინინგის შემოწმება უწევთ.

„მძღოლებს ჩაუტარდათ გადამზადება. ეს არის შიდა გაიდლაინით დადგენილი წესები, რომლის მიხედვითაც ისინი არ გააჩერებენ სამარშრუტო საშუალებას მარშრუტის დასრულებამდე. იმ შემთხვევაში, თუ გააჩერებენ, მძღოლები მანქანას სველი სადენზინფექციო ხსნარით დაამუშავებენ“ – განაცხადა მარიამ ელბაქიძემ.

ტრანსპორტში სავალდებულოა მგზავრებმა ატარონ პირბადე და დაიცვან დისტანცია, როგორც ერთმანეთში ასევე მძღოლთან მიმართებაში. მანქანა ხშირად უნდა განიავდეს. გაგრილების მიზნით კონდინცირების ჩართვა აკრძალულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები