LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გზაში მითხრეს, რომ კალაძეს უთქვამს, ვერ გავიგე, რა უნდოდაო. ალბათ შევცდი, რომ შევხვდი” – გახარია კალაძეზე

98
1623616950-60c66ed1601f1

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია დედაქალაქის მოქმედ მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრაზე პირველ ვრცელ კომენტარს აკეთებს.

როგორც გახარია ამბობს, კალაძესთან შეხვედრა და ინფორმაციის მიწოდება, რომ ის მერობისთვის იბრძოლებდა წარსული ურთიერთობის გამო გადაწყვიტა.

“დილის 11 საათზე, მერიაში, 21-ე სართულზე შევხვდი კახა კალაძეს. ეს იყო პატივისცემა იმ წლების, თანამშრომლობის რაც ჩვენ გვაკავშირებდა, თუმცა ეს შეხვედრა მესამე პირების ჭორაობის საგანი გახდა. გზაში მითხრეს, რომ კალაძეს უთქვამს, ვერ გავიგე, რა უნდოდაო. ალბათ შევცდი, რომ შევხვდი”- თქვა გახარიამ.

გახარიას განცხადებით, ეს მხოლოდ “5-წუთიანი” შეხვედრა იყო, იმისთვის, რომ თუნდაც ქართულ პოლიტიკურ კულტურაში რაღაცა ახალის შექმნის შესაძლებლობა გაეჩინა, მაგრამ მისი თქმით, ეს ვერ გააჩინა და ამას “ბიძნური ჭორაობები” მოჰყვა.

“არაფერი, ეს იყო ორ ადამიანს შორის ადამიანური საუბარი. მე უბრალოდ ვუთხარი, რომ მე ვდგები და დღეიდან ვიქნები შენი კონკურენტი, ვსო”, — განაცხადა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები