LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გზის დაგების სამუშაოები კომპანიამ კახა კალაძესთან კომუნიკაციის შემდეგ დააჩქარა

278
68495346-1819469794823115-8539482053555519488-o (1)

გზების მოასფალტების ტემპი მხოლოდ მას შემდეგ დაჩქარდა, რაც კონტრაქტორ კომპანიას დედაქალაქის მერია დაუკავშირდა. საუბარია ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე, სადაც კახა კალაძის ინფორმაციით, სამუშაოები ნელი ტემპით მიმდინარეობდა. 

თბილისის მერი გლდანის მეშვიდ ემიკრორაიონში თავად იმყოფებოდა. კალაძემ აღნიშნა, რომ პროექტის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. 

„მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა. კერძოდ, წყალარინებისა და სასმელი წლის მიწოდების სისტემები; ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ განთავსდება; ელექტრობოძები და სანათები გამოიცვლება, განახლდება ტროტუარები.

ასევე, ამ ორ ქუჩაზე მოეწყობა ავტობუსებისთვის ზოლები, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეუფერხებლად იმოძრაოს. იცით, ჩვენი მიზანია, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე სწრაფი და კომფორტული იყოს.

ავტობუსები და გაჩერებები – რა პრობლემებს შექმნის ჭავჭავაძის ქუჩის მოდელი და როგორია საერთაშორისო გამოცდილება 

აქ იყო გარკვეული პრობლემები გარკვეული პრობლემები სამუშაოების ტემპთან დაკავშირებით. ჩვენ გქვონდა კომუნიკაცია კონტრაქტორ კომპანიასთან და შედეგი სახეზეა. სიტუაცია გამოცოცხლებულია”, – აცხადებს კალაძე. .

ამ დროისთვის დედაქალაქის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მათ შორის ერთ-ერთი მასშტაბური კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოებია. როდის დასრულდება ეს პროექტი, ამ თემებზე რადიო “ფორტუნა” ინფორმაციას დღის მანძილზე შემოგთავაზებთ.

პოპულალურები