LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჰააგაში მოვითხოვეთ რუსეთის გასამართლება სამხედრო დანაშაულებისთვის…ეს არის პოლიტიკური უმაღლესი „ლეველის“ მხარდაჭერა” – მდინარაძე

149
მდინარაძე

ჰააგაში მოვითხოვეთ რუსეთის გასამართლება სამხედრო დანაშაულებისთვის…ეს არის პოლიტიკური უმაღლესი „ლეველის“ მხარდაჭერა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

მისივე თქმით, პირველი ნომერი ვიყავით მსოფლიოში უკრაინის ფოსტის განცხადებით ჰუმანიტარული დახმარების ეგიდით და იმიტომ, რომ საქართველო, რომელსაც თავისი ქვეყნის შუაგულში სამწუხაროდ დღესაც რუსეთის საოკუპაციო ჯარი უდგას, არ და ვერ რისკავს იმას, რომ სამხედრო დახმარება გაუწიოს თავის მეგობარ უკრაინას.

„400-ზე მეტ განცხადებას, რეზოლუციას რომ შეუერთდა, თანასპონსორები და თანაავტორები ვიყავით უმრავლესი მათგანის. იქ, ჩვენ, ჰააგაში მოვითხოვეთ რუსეთის გასამართლება სამხედრო დანაშაულებისთვის. ეს არის პოლიტიკური უმაღლესი ე.წ „ლეველის“ მხარდაჭერა. პირველი ნომერი ვიყავით მსოფლიოში უკრაინის ფოსტის განცხადებით ჰუმანიტარული დახმარების ეგიდით და იმიტომ, რომ საქართველო, რომელსაც თავისი ქვეყნის შუაგულში სამწუხაროდ დღესაც რუსეთის საოკუპაციო ჯარი უდგას, არ და ვერ რისკავს იმას, რომ სამხედრო დახმარება გაუწიოს თავის მეგობარ უკრაინას მიუხედავად ყველაფრისა, რაც იქ ხდება და როგორი დამაზიანებელი განცხადებები და მესიჯებიც მოდის რიგი პოლიტიკოსების და ლიდერების მხრიდან. ამ ყველაფრის მიუხედავად, ამ ყველაფერს აკეთებს პოლიტიკურ ჰუმანიტარულ დახმარებას და არ რისკავს იმას, არ არის ეს მართლზომიერი რისკი, რომ სამხედრო დახმარება გაუწიოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამავე თემაზე:

ღარიბაშვილი: ჩვენ სამჯერ ვიომეთ, საკმარისია!.. ბევრს რომ ლაპარაკობენ, „ფეისბუკში“ აქტიურები რომ არიან, წავიდნენ და იომონ, არა კიევში სელფებს რომ იღებდნენ, არამედ წინა პლანზე

მამუკა მდინარაძე: „ომის პარტიის“ წარმომადგენლები სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ ვინ წაიყვანონ ომში

მამუკა მდინარაძე დაღუპულ მებრძოლებზე: ომის და ღალატის პარტიაში არიან ადამიანები, რომლებსაც უხარიათ კიდეც ასეთი ამბები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები