LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჰაერიდან ხდება ფულის მოტანა, დაბეჭდვა, რა ლარის კურსის გამყარებაზე ვსაუბრობთ”

163
ლევანი

ფინანსთა მინისტრთან და საგამოძიებო სამსახურის უფროსთან დეპუტატებს კითხვები აქვთ. ისინი, შესაძლოა, პარლამენტში დაიბარონ. ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კორუფციის მაღალი რისკები იკვეთება, რასაც მისი თქმით, ბოლოს დაკავებული სამი პირის საქმეც ადასტურებს. მათ სახელმწიფო, 30 მლნ ლარის დღგ-ს აქტივის შექმნას ედავება.

დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, როდესაც ასეთ თანხაზეა საუბარი, მისი შექმნა მაღალჩინოსანთა ზედამხედველობის გარეშე ვერ ხდება.

„ეს ნიშნავს, ჰაერიდან ხდება ფულის მოტანა, დაბეჭდვა და შემდგომში ეს ფული შედის რეალურ ბრუნვაში – რა ლარის კურსის გამყარებაზე და ეკონომიკურ ზრდაზე ვლაპარაკობთ, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში ჰაერიდან ხდება ფულის გაჩენა. ვფიქრობ, ამ საკითხზე უნდა მოხდეს ფინანსთა მინისტრისა და საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოსმენა პარლამენტში. ის, რომ ძიება მიმდინარეობს, არაფერს ნიშნავს,” – აცხადებს კობერიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები