LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაერის დაბინძურება ტვინის სიმსივნესთან პირდაპირ კავშირშია – კვლევის საგანგაშო შედეგები

385
Dementia-symptoms-864195

ჰაერის დაბინძურება, კერძოდ კი, მანქანების გამონაბოლქვი ადამიანის ჯანმრთელობისთვის რომ საშიშია, სიახლეს არ წარმოადგენს. თუმცა, საგანგაშოა მაკგილის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, დაბინძურებული ჰაერი ხელს უწყობს ტვინის კიბოს განვითარებას.

ტრანსპორტის საწვავის წვის შედეგად წარმოიქმნება ულტრა წვრილი ნაწილაკები (UFPs), რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის კიბოს განვითარების რისკებს.

ცარიელი და მანქანებით სავსე ქუჩების გავლენის შედარებისას, აღმოაჩინეს, რომ ქალაქებში, სადაც გადატვირთული საავტომობილო გზებია ტვინის კიბოთი მოსახლეობის დაავადება 10 %-ით გაიზარდა.

მიზეზი ულტრათხელი ერთეულებია, რომლებიც საწვავის წვის დროს გამოიყოფა. ნანონაწილაკები ტვინში ხვდებიან და კანცეროგენულ ფორმას იღებენ.

როგორც მკვლევარი სკოტ ვაიშენტალი აცხადებს, კორელაცია ტვინის სიმსივნესა და დაბინძურებულ ჰაერს შორის ძალიან მაღალი და თანმიმდევრულია.
კვლევებმა აჩვენეს, რომ ყოველ კუბურ სანტიმეტრზე ჰაერის დაბინძურება 10 ათასი ნანოერთეულით გაიზარდა.

,,დიდ ქალაქში, ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი რიცხვი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ გამოვლენილი სიმსივნეები ხშირად ფატალურად მთავრდება ” – აცხადებს უნივბერსიტეტის პროფესორი ვაიშენტალი.

კვლევებმა, რომელიც 1991-2016 წლებში ჩატარდა, 1,9 მლნ ზრდასრული ადამიანის სამედიცინო ანკეტები გაანალიზა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც მეცნიერები ამბობენ, მხოლოდ ერთი კვლევა არ არის საკმარისი და საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებს.

”თავის ტვინის სიმსივნეების მიზეზების შესახებ ჩვენ კიდევ არ ვიცით ბევრი რამ, ამიტომ ნებისმიერი ფაქტორი დაგვეხმარება ამ საკითხის უფრო მეტად გასარკვევად”- აცხადებენ მკვლევარები.

ამავე თემაზე:

დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა იგივეა, რაც დღეში ერთი კოლოფი სიგარეტის მოწევა – კვლევის შედეგები

თბილისში ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვია

ვიცით, რომ რასაც ვსუნთაქვთ, ის შესაძლოა გვკლავდეს – ჰაერის დაბინძურების ახალი ანგარიში და შეფასებები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები